ძაღლების თავშესაფარი

თავშესაფარი შექმნილია 2006 წელს თამაზ ელიზბარაშვილის მიერ. ამ ხნის განმავლობაში თამაზის მიერ გადარჩენილი და შეფარებულია 500-მდე უსახლკარო და მიტოვებული ძაღლი, არაერთი მათგანი კი შემდგომ სანდო ხელში გადაცემული

2010 წლის 10 აპრილიდან თავშესაფარი გადავიდა «თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაციის» პატრონაჟის ქვეშ.

თავშესაფრის მიზანია მიტოვებული ძაღლების გადარჩენა და შემდგომ მათთვის ახალი პატრონის მონახვა.

დღეისათვის თავშესაფარში 100-მდე სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლია, რომელიც ორჯერადი სრულყოფილი კვებით და ვეტერინარული მომსახურებით არიან უზრუნველყოფილი. ყოველი მათგანი ელის ახალ პატრონს.

დავეხმაროთ მათ..

გაინტერესებთ როგორ ავიყვანოთ ძაღლი?
თავშესაფრიდან ნებისმიერი ძაღლის აყვანა უფასოა. ძაღლების გასხვისება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ძაღლი სავარაუდო პატრონს რამდენიმე გასეირნების შემდეგ მიეჩვევა
შეარჩიეთ ძაღლი საიტის მეშვეობით, ან პირდაპირ მობრძანდით თავშესაფარში ძაღლის ასარჩევად.
18 წლამდე ასაკის პირებზე მშობელის გარეშე თავშესაფარი არ გასცემს ძაღლს.
საიტი : http://www.doghome.ge

დატოვე კომენტარი